კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 15.09.2026
NUMERA (numera.com.ge) პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას. ეს პოლიტიკა განმარტავს, თუ რა მონაცემებს ვაგროვებთ და როგორ ვიყენებთ მათ.
რა მონაცემებს ვაგროვებთ
- საიდენტიფიკაციო: სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, ტელეფონი, მომხმარებლის ტიპი (მოსწავლე/მშობელი/მასწავლებელი).
- შეკვეთის მონაცემები: შეკვეთის კოდი, თანხა, გადახდის სტატუსი, ატვირთული ქვითარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ტექნიკური: IP მისამართი, მიახლოებითი გეოლოკაცია (ქვეყანა/რეგიონი/ქალაქი), მოწყობილობის ინფორმაცია - უსაფრთხოებისა და სერვისის გაუმჯობესებისთვის.
როგორ ვიყენებთ
- შეკვეთის დამუშავებისა და წიგნზე წვდომის მისაცემად.
- თქვენთან დასაკავშირებლად შეკვეთის თაობაზე.
- თაღლითობის პრევენციისა და სერვისის უსაფრთხოებისთვის.
მონაცემთა დაცვა
მონაცემები ინახება დაცულ სერვერზე. გადახდის ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვინახავთ - გადახდა მუშავდება ბანკის მხარეს. წიგნის PDF პერსონალიზებულია და დაცულია.
მესამე მხარეები
თქვენს მონაცემებს არ ვყიდით. ვიყენებთ მხოლოდ სერვისის მიწოდებისთვის აუცილებელ ინსტრუმენტებს (მაგ. ელ-ფოსტის გაგზავნა).
თქვენი უფლებები
შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა. დაგვიკავშირდით: [email protected].
კონტაქტი
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ საკონტაქტო გვერდიდან.